logo
ENG


ბერბოკი: ქართველები აჩვენებენ, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს
  • 441ნახვები

რამდენიმე კვირაა საქართველოში თავისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ათიათასობით ადამიანი უჭერს მხარს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი, ყველანი, აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ დაინფიცირებულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რომლებიც ნაწილობრივ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ათიათასობით ქართველი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. ის თბილისის ქუჩებში ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლების გადასაწყვეტია, მოისმენს თუ არა ამ ხმას.

წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ინსტაგრამზე და თბილისში მიმდინარე აქციების ფოტოებს აქვეყნებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა