logo
ENG


წულუკიანი რუსულ კანონზე: 2012-ის შემდეგ ეს არის ივანიშვილის და ოცნების საუკეთესო შედეგი
  • 400ნახვები

კენჭი ეყარა გამჭვირვალეობის შესახებ ქართულ კანონს. რუსთაველის გამზირზე მარტივ მამრავლებად დაშლილი, დასუსტებული და ბოლომდე დანგრეული ექსტრემისტული პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად არის მძიმე მდგომარეობაში. სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერების გზაზე ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

ეს მოახერხა და შეძლო ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობის ქვეშ და მე ვიტყოდი, რომ 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების საუკეთესო შედეგი, რომელიც გულისხმობს პოლიტიკურად და სახელმწიფოებრივად ქვეყნის გაძლიერებას, პოლიტიკურად ქართული ოცნების ხელისუფლების გაძლიერებას და ექსტრემისტული ოპოზიციის ბოლომდე ნგრევას.

დიახ, ეკლიანია გზა სუვერენიტეტისკენ მიმავალი, როდესაც ცხოვრობ დერეფანში და ძალიან ბევრი დიდი, საშუალო თუ პატარა ქვეყნის ინტერესი არსებობს შენდამი, რომ შენ დასუსტდე, ჩვენ კი გვინდა, რომ ვიყოთ ძლიერები.

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტვ იმედთან საუბრისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა