logo
ENG


ქაცარავას ცოლი: მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი, სახის ერთი მხარე გაშეშებული აქვს
  • 576ნახვები

დავითს უჯანსაღესი ორგანიზმი აქვს, არასოდეს მოუწევია, ალკოჰოლს არ ეკარება, ვარჯიშობს მთელი ცხოვრება. მისი რეგენერაცია მართლა კარგად მიდის. ტკივილები აქვს, მარცხენა თვალში მხედველობა არაა აღდგენილი. სახის მარცხენა მხარე გაშეშებული აქვს, ცხვირთან ნერვი აქვს დაზიანებული. საუბრისას ზედა ტუჩის მარცხენა კუთხე არ მოძრაობს. ექიმები თავს ეხვევიან. რჩება კლინიკაში ორშაბათამდე. გავიმარჯვებთ სახელოვნად!

 

წერს ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე Facebook-ზე.

14 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ დავით ქაცარავა ძალის გამოყენებით დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ქაცარავას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა