logo
ENG


კარპენტერი კანონზე: NATO-სა და EU-ს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა ინტეგრაციის პროცესი
  • 344ნახვები

ჩვენ მოგვიწევს იმ მიმართულების შეფასება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. არსებობს მრავალი ზომა, რომლის ამოქმედებაც შეგვიძლია. რაც ყველაზე მთავარია, ნატოსა და ევროკავშირს მოუწევთ გადაფასება, განაგრძონ თუ არა საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. ეს არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიიღებენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო თვეების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას იქონიებს, ისევე როგორც ჩემი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, საქართველოსთან ჩვენი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის იდეასთან თანხვედრაში მყოფ ნაბიჯებს გადადგამს. ასე მარტივად არის საქმე.

განაცხადა შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა მერიკის ხმასთან ინტერვიუში.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, კონკრეტულად , რა ნაბიჯებს განიხილავენ კანონის მიღების შემთხვევაში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა