logo
ENG


ხაზარაძე: ერთიან სიას არ ვეთანხმები, ვმუშაობთ ალტერნატიული ცენტრის შექმნაზე ენმ-ის გარეშე
  • 534ნახვები

მე არ ვეთანხმები [ერთიანი სიის] იდეას, მე ვეთანხმები ალტერნატიული ცენტრის იდეას. ჩვენ ამომრჩეველს უნდა მივცეთ ალტერნატიული პლატფორმის და არჩევანის საშუალება...

მე არ მჯერა არანაირი ერთიანი სიის, ამას გეუბნებით ძალიან მკაფიოდ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამ ალტენატიული ცენტრის შექმნაზე. გვაქვს ამასთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული, მაგრამ მეტ დეტალს, სამწუხაროდ, ახლა ვერ გეტყვით.

ეს იქნება ცენტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ერთ სიაში არ ვიქნებით. ამას მკაფიოდ ვამბობდით, ვამბობთ და გავიმეორებთ მომავალში.

თქვა TV პირველის ეთერში ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა