logo
ENG


ჭიაბერაშვილი: სანქციები უწესდება მხოლოდ ისეთ რეჟიმებს, სადაც მკაფიოდ ჩანს ხალხის ნება
  • 396ნახვები

მთელმა საქართველომ უკვე გაიგო იმ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. საქმე არის ძალიან სერიოზულად და ჩიხში, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი მეგობრები და საერთაშორისო პარტნიორები ამ ჩიხში შეიყვანა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობა მადლობას უხდის ქართველ ხალხს, რადგან ბატონმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯებს შეერთებული შტატები დგამს და გადადგამს სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო. ქართველმა ხალხმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათ სურთ დემოკრატია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ეროვნული მიზნებით მოქმედი ხელისუფლება და რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობა. მსოფლიოში, სამწუხაროდ, არსებობენ ავტორიტარული რეჟიმები, არადემოკრატიული რეჟიმები, მაგრამ ყველას შეერთებული შტატები არ უწესებს სანქციებს. სანქციები უწესდება მხოლოდ ისეთ რეჟიმებს, სადაც მკაფიოდ ჩანს ხალხის ნება და არსებული რეჟიმი მკვეთრად უპირისპირდება ხალხის ნებას. სწორედ ეს არის ხაზგასმული ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომ ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არის მიზეზი თუ რატომაც შეერთებული შტატები გადადგამს ნაბიჯს სანქციების მიმართულებით. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენი მეგობრებისთვის ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან არავის არ სურს საქართველო იხილოს დასავლეთისგან იზოლირებული და ავტორიტარული ქვეყანა, როგორც ეს ივანიშვილმა 29 აპრილს დააანონსა და ივანიშვილის 29 აპრილის განცხადება აღმოჩნდა წყალგამყოფი ხაზი, რამაც ჩვენს მეგობრებს აფიქრებინა, რომ ახლა გადამწყვეტი ქმედებების დროა, ამიტომ მადლობა ეკუთვნის, პირველ რიგში, ქართველ ხალხს და მადლობა ეკუთვნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ ისინი არ ტოვებენ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ ისტორიულ ბრძოლაში. სამშაბათამდე, ვიდრე ივანიშვილის და კობახიძის დავალებით დააპირებენ ვეტოს გადალახვას, ყველას აქვს შანსი, რომ გადაირჩინოს თავიც და ქვეყანას ააცილოს ის ესკალაცია, რისკენაც სამწუხაროდ ივანიშვილს მიჰყავს ქვეყანა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არიამ ისინი, ვინც დღემდე მოიყვანა ქვეყანა, ისინი ვინც ამის შემდგომ არჩევნებამდე აპირებენ ისევ და ისევ იძალადონ ქართველი ხალხის ნებაზე, ან ვინც დააპირებს ამის გაკეთებას 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ, ამიტომ ეს არის ძალიან სერიოზული და კრიტიკული მომენტი და ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა მოვუწოდებთ ქართული ოცნების უკლებლივ ყველა წევრს, დროზე გაემიჯნონ ივანიშვილს, დროზე გაემიჯნონ კობახიძეს, ეს არაფერს კარგს არც მათ და სამწუხაროდ არც ქვეყანას არ მოუტანს. ამიტომ თხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თხოვნა არის მთელი საქართველოსი, რომ ნუ გააგრძელებენ საქართველოს კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეყვანას და სამშაბათამდე არის დრო ყველასთვის, რომ დაფიქრდეს რამდენად კრიტიკულია ეს მომენტი საქართველოსთვის

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზურა ჭიაბერაშვილმა აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა