logo
ENG


ჭყონია სანქციებზე: კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს
თემურ ჭყონია
24 მაი, 2024 14:11
ჭყონია სანქციებზე: კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს
  • 396ნახვები

სანქციები ვისაც დაუწესდება, იმათი პრობლემაა, ბიზნესზე ამ ეტაპზე სანქციები არ აისახება, რადგან ამჯერად პიროვნული სანქციებია და არა ქვეყნის. თუმცა, აქ მეორე უფრო მნიშვნელოვანი საკითხია - უნდა დაძლიოს თუ არა ხელისუფლებამ ვეტო? ჩემი, როგორც ბიზნესის წარმომადგენლის აზრით, ეს კანონი ქვეყნის განვითარებას არ უწყობს ხელს.

როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნაში ასეთმა მნიშვნელოვანმა პოლიტიკოსებმა და ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია კანონთან დაკავშირებით და ამის გარშემო მაინც მიმდინარეობს მსჯელობა, რომ აუცილებლად უნდა მიიღონ, ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოზიციაა, რომ ეს კანონი არაფერში გვჭირდება. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სახელმწიფოებია ჩარეული ამ კანონის არმიღებასთან დაკავშირებით და სანქციებს უწესებენ პოლიტიკოსებს, მათ ოჯახის წევრებს.

ქვეყანას თუ დაუწესებენ სანქციებს, მაშინ ყველა დავიღუპებით, არათუ ბიზნესი. ამიტომ, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების აზრიც, ქვეყნის მომავალიც და იმ სერიოზული პოლიტიკოსებისა და სახელმწიფოების აზრიც, რომლებიც ამ კანონს ღიად ეწინააღმდეგებიან. კონკრეტული დეპუტატი თუ გაუძლებს, ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ყველაფერს, ამიტომ აჯობებს, რომ მათ საკუთარ თავზეც იფიქრონ, საკუთარი შვილების მომავალზე და ქვეყნის მომავალზეც იფიქრონ. დეპუტატს შეუძლია, რაც უნდა ის გაუკეთოს თავის ცხოვრებას, მაგრამ ეს ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე არანაირად არ უნდა აისახოს

განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ ბინზესპრესნიუსთან აშშ-ის მიერ ქართული ოცნების წევრებზე სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.  



ასევე ნახეთ
close დახურვა