logo
ENG


კონგრესმენი მიქსი: ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს
  • 510ნახვები

ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან. ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ

 

ამბობს დემოკრატი კონგრესმენი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გრეგორი მიქსი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა