logo
ENG


ზურაბიშვილი: ფიცი დავდე, ძალისხმევას არ დავიშურებ ევროპული მომავლისთვის - ფიცს არ ვუღალატებ
  • 443ნახვები

ამ დამოუკიდებლობის დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ: ქართველი ხალხი არ დაუშვებს წარსულში დაბრუნებას და არც თავის ძნელად მოპოვებულ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას დათმობს.

ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, არ დავიშურო ძალისხმევა ჩვენი დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის.

მე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს საქართველოში ჩამოსვლამდე და ეს არის პირობა, რომელიც მე დავდე კონსტიტუციაზე ფიცის დადებისას. არ ვუღალატებ არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს!

ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი გათავისუფლებული მეხსიერებით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ საბჭოთა წარსულის ჩრდილები აღარასოდეს დაგვეფაროს.

მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებას და დამოუკიდებელ გონებას შეუძლია, დაიცვას ჩვენი მომავალი, გაათავისუფლოს იძულებისა და შიშისგან - დამოუკიდებელი ერის დამოუკიდებელი ხალხი!

ჩვენი დამოუკიდებლობის, მშვიდობის შენარჩუნებისა და განმტკიცების ერთადერთი გზა ევროპული გზაა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს!

წერს X-ზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა