logo
ENG


ჰარისი ზურაბიშვილს: მივესალმებით, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას
  • 226ნახვები

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, პრეზიდენტი ბაიდენი და მე დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

ჩვენ ვწუხვართ მოვლენების ისეთ განვითარებაზე, როგორიცაა ბოლო პერიოდში საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღება, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს დემოკრატიას და ძირი გამოუთხაროს საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან.

ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომ ვეტო დაადეთ ამ ანტიდემოკრატიულ ინიციატივას და ერთგულად იცავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც საქართველოში საფრთხის ქვეშ არის.

წერს აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი მისი და ჯო ბაიდენის სახელით გავრცელებულ წერილში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.



ასევე ნახეთ
close დახურვა