logo
ENG


ისრაელის ელჩი: გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტის დაკრძალვას პრემიერი ესწრებოდა
  • 455ნახვები

ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ პოლიტიკას და აარსებდნენ, ქმნიდნენ, აფინანსებდნენ, აღჭურავდნენ, წვრთნიდნენ სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციებს მთელ ახლო აღმოსავლეთში.

როგორც ჰამასის მფარველებს, მათ ეკისრებათ პირდაპირი პასუხისმგებლობა 7 ოქტომბერს ჰამასის მიერ განხორციელებულ გენოციდის აქტებზე, რადგან მათ აღჭურვეს ჰამასი იარაღით და ასწავლის მათი გამოყენება. რაისის მეტსახელი თეირანში მისი ე.წ. ხალხის მიერ არის "ყასაბი თეირანიდან". ეს ის კაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამოგვრჩეს ირანის წარსული მცდელობები, განეხორციელებინა ტერაქტები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვნახეთ ეს დაკრძალვა, ვნახეთ, ვინ დაესწრო მას, ვნახეთ ჰამასის და ჰეზბოლას ლიდერები. გამიკვირდა, რომ ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს გასაკვირი იყო.

ამბობს ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი. ირაკლი კობახიძე 22 მაისს ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა