logo
ENG


ზარქუა სანქციებზე: იმხელა იმპერიების შემოსევებს გავუძელით, ჰგონიათ დაგვაშინებენ
  • 768ნახვები

ესე იგი ჩვენ დეპუტატები დაგვასანქცირეს, მაგრამ არავის გვინახავს ეს სანქცია და არ ვიცით. უკვე შაირის დონეზე გადავიდა - იმ დონეზე არის სასაცილო ეს ყველაფერი, რომ უკვე ვეხუმრებით ერთმანეთს. რა თქმა უნდა, მე ჩემი ქვეყნის თავისუფლების და დამოუკიდებლობის გამო თუ დამასანქცირებს ვიღაცა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი სახელმწიფო იქნება, ამით 1-2-ჯერ კიდევ მომემატება ჟინი, რომ თავისუფლებისთვის კიდევ უფრო მეტად ვიბრძოლო. ახლა ჰგონიათ ვიღაცებს, რომ ამით ქართველებს დააშინებენ.

ჩვენ იმხელა იმპერიების შემოსევებს გავუძელით და გადავრჩით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური სახელმწიფო შევქმენით და დღემდე მოვიტანეთ და ჰგონიათ რომ ამ სანქციებით დაგვაშანტაჟებენ...

მე არც იმას გამოვრიცხავ რომ არანაირი სანქციები არ არსებობს - ეს არის თეორია, მითი და არავინ არაა დასანქცირებული. ახლა ეს დღეები საქმეები გვაქვს, სესიები გვაქვს და ასე შემდეგ, თორემ შეიძლება არც იმას გამოვრიცხავ რომ რამდენიმე კვირაში ამერიკიდანაც მოგესალმოთ.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ იმედის ეთერში. 

*სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა