logo
ENG


ჯაფარიძე: გვსურს, პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ ლელოს პლატფორმის საფუძველზე
  • 291ნახვები

ჩვენ მოვიაზრებთ ლელოს პლატფორმაზე საკუთარ თავს, N9 არის ლელოს საარჩევნო ნომერი. მიზიდულობის ცენტრი იქნება N9-ის ირგვლივ.

მას ექნება შესაბამისად წინასაარჩევნო კონფიგურაცია, რაც გამომდინარეობს იქიდან თუ როგორი იქნება საბოლოო კონფიგურაცია, ასეთი იქნება წინასაარჩევნოდ პლატფორმის სახელწოდება, მაგრამ ეს იქნება ლელოს საარჩევნო ნომრის ირგვლივ.

მე ვერ გეტყვით საბოლოოდ რა სახეს მიიღებს კონფიგურაციას. ზოგიერთ კოლეგასთან ვაწარმოებთ კონსულტაციებს, წინასწარ განცხადებები მგონია, რომ არაა მიზანშეწონილი, დაველოდოთ კონსულტაციებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის. ამოცანა არის, რომ არ დარჩეს არცერთი ეროვნული პროევროპული პოლიტიკური ძალა, რომელიც ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, რომელიც არის ქართული ოცნების ოცნება და ეს ოცნება არ უნდა ავუხდინოთ ჩვენ. [...]

მთავარი მიზიდულობის ცენტრის შექმნის პრეტენზია გვაქვს. გარდა იმისა, რომ გვსურს, პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი შევქმნათ ლელოს პლატფორმის საფუძველზე, ასევე გვსურს, არცერთი პოლიტიკური პარტია არ დარჩეს ოდნავ მაინც იმ რისკის ქვეშ, რომ ვერ გადალახოს 5%-იანი ზღვარი.

თქვა ლელო საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიების კონფიგურაციებზე საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა