ჩემმა მეგობრებმაც, ძალიან ბევრმა დაზოგა ფული, თავიანთი ხელფასი და შემოსავალი მთლიანად დახარჯეს ფრენის ბილეთებში, თამაშს რომ დასწრებოდნენ. ასეთი გარემოა ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში, რომ ძალიან უყვარს ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთი და განსაკუთრებით ეს არის ის, რასაც 30 წელი ველოდებოდით, რომ დიდ ტურნირზე გვეთამაშა, ეს ოცნება ჩვენ, ყველას აგვიხდა. ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია, როგორ ვითამაშებთ და როგორ წარვადგენთ საკუთარ თავს, როგორ წარვადგენთ როგორც ქვეყანას ამ ტურნირზე. ჩვენ, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ვეცდებით, რომ აქ რაც შეიძლება სათანადოდ წარმოვადგინოთ ჩვენი თავი.
თქვა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ.
18 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.