logo
ENG


დანიგანი: ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ - დარწმუნებული ვარ, საქართველო გაიმარჯვებს
  • 561ნახვები

ფეხბურთის გულმხურვალე ფანი ვარ. ვესწრებოდი საკვალიფიკაციო მატჩს თბილისში. ძალიან სასიამოვნო იყო ამ მომენტის გაზიარება ამდენ ქართველთან. გამაერთიანებელი მომენტი იყო საქართველოსთვის და სწორედ ამიტომ მსურს პოზიტიურ ნოტაზე დავასრულო ჩვენი ინტერვიუ. ვიმედოვნებ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გაიმარჯვებს, ვისურვებდი იქ ყოფნას. და ვისურვებ ყველაფერს საუკეთესოს საქართველოსთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ქართველები მხოლოდ იმის გამო არ იყვნენ ბედნიერები, რომ თავის ნაკრებს უჭერდნენ მხარს, არამედ იმიტომ, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, სადაც არის საქართველოს ადგილი.

თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა ინტერპერსნიუსთან. 

18 ივნისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას თურქეთთან გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა