logo
ENG


პრეზიდენტი: NATO-ს სამიტის განცხადებები, შეწყვეტილი დახმარება - სერიოზული საფრთხეა
  • 313ნახვები

დღეს რაც ხდება NATO-ში, NATO-ს სამიტზე, ის განცხადებები, რაც გაკეთდა, ის შეწყვეტილი დახმარება ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე ამ ქვეყნისთვის. დარჩა ცოტა დრო, 100 დღე, 100 დღე ცოტაც არის და ბევრიც, იმისთვის, რომ საზოგადოებამ თქვას თავისი სათქმელი. დღეს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები - ეს არ არის რაღაც საარჩევნო კამპანია, თუ არა მე როგორც პრეზიდენტი, აქ არ ვიქნებოდი.

ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის არჩევანი, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმში საქართველოს საზოგადოებაა ერთ მხარეს, მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელმაც გაუკეთა ჩვენს მომავალს უზურპაცია. არ შეიძლება ამაზე დავთანხმდეთ, აქ საჭიროა, რომ გავერთიანდეთ, შევასრულოთ ქარტია, რომელსაც ყველა პარტიამ ხელი მოაწერა ან თუ არ მოაწერეს, ჯერ ამბობენ, რომ ეთანხმებიან.

ძალიან ცოტა დრო იქნება არჩევნების მერე იმისთვის, რომ შევასრულოთ ის, რაც იქ წერია. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, რომ გამოვიდეთ ამ გაყინული მდგომარეობიდან, დავუბრუნდეთ პარტნიორებს და დავაჯეროთ, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს გზას და უნდა ხელახლა გაგვიხსნა ყველა კარი, რაც დღეს არის ნახევრად მიხურული, ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი ამოცანა, სხვა გზა არ გვაქვს, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, ვართ ძალიან ბევრნი, ერთიანი და საქართველო გაიმარჯვებს.

თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპას დაფუძნებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა