logo
ENG


სუხიშვილი: იმედი მაქვს, ხალხი გამოფხიზლდება - ევროპა არის დღეს ჩვენი ხსნა
  • 386ნახვები

ის გზა, რომელიც მიგვიყვანს ნათელი მომავლისკენ, გზა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია, არ შეიძლება ამ გზიდან გადახვევა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ევროპის ნაწილი, საუკუნეების განმავლობაში ყოველთვის ვიყავით ორიენტირებული ცივილიზებული სამყაროსკენ.

ევროპა არის დღეს ჩვენი ხსნა, აუცილებლად ეს გზა ასარჩევი გვაქვს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსოფლიო მოგვისმენს და ჩვენი ხალხი, ვისაც ეჭვი ეპარება, გამოფხიზლდება.

ბევრისგან გამიგია, რომ მე არც რუსეთი მინდა, არც ევროპა, მე საქართველო მინდა - ყველას საქართველო გვინდა, მაგრამ ამ საწყალ საქართველოს აქვს ხოლმე არჩევანი, რომ ან ერთი აირჩიოს, ან მეორე, დღეს არჩევანის წინ ვდგავართ და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ევროპა, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი მომავალი.

თქვა სუხიშვილების ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპას დაფუძნებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა