logo
ENG


რაჭველი: ყველას გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მომავალი - ეს დაამტკიცა უპრეცედენტო მოძრაობამ
  • 168ნახვები

ქვეყანა, რომელმაც X საუკუნეში "შენ ხარ ვენახი" შექმნა, ის ნამდვილად არის ევროპული ცივილიზაციის არა ნაწილი, არამედ ერთ-ერთი დამფუძნებელი. შესაბამისად, ჩვენ, ყველას, გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მომავალი, ეს დაამტკიცა მართლაც უპრეცედენტო მოძრაობამ ახალგაზრდების ლიდერობით, რომელიც სწორედ კანონის წინააღმდეგ აქციების დროს ჩანდა ჩვენს ქვეყანაში, დაამტკიცა მსოფლიოს ევროპული ცივილიზაციების და ქვენების ლიდერების ასეთმა მხარდაჭერამ სწორედ ქართული საზოგადოების მიმართ და ამ მხარდაჭერას ჩვენ ვკითხულობდით, ვგრძნობდით მათ გამოხმაურებებს. ახლა მოძრაობა, რომლის პრეზენტაციაზეც ვიმყოფებით, არის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი საშუალება ჩემნაირი, ჩვენნაირი, ყველასნაირი ადამიანისთვის ვიმოქმედოთ, რათა საქართველოს მომავალი ისეთი იყოს, როგორიც ყველა ჩვენგანს გვინდა.

თქვა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა  ნიკოლოზ რაჭველმა სამოქალაქო მოძრაობის "აირჩიე ევროპა" პრეზენტაციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა