logo
ENG


ზარქუა პრეზიდენტის სარჩელზე: უთავმოყვარეობის პიკია
  • 321ნახვები

ქართველი ხალხი აქამდე მოვედით იმიტომ, რომ ღირსების დაცვას შევეწირეთ., ღირსეულად მოვედით ჩვენი წესებით, კულტურით, ჩვენი მეობით. ქართველი კაცი და ღირსება განუყოფელი ნაწილია. პრეზიდენტი, რომელიც დადანაშაულებულ იქნა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რომ კონსტიტუციის დამრღვევია. შემდეგ ამ მოსამართლეებს მოიხსენიებდა უსამართლოებად, უსინდისოებად გაყიდულებად, მონებს ეძახდა და დღეს ისევ დგები, მიდიხარ და ეუბნები, სამართალი დამიდგინეო. [...]

უთავმოყვარეობის პიკია, როგორც რადიკალურ ოპოზიციაში, ისე მადამ პრეზიდენტის შემთხვევაში.

რაც შეეხება სარჩელს, შეიტანეს და დაველოდებით ჩვენ. [...] იქნება მსჯელობა, თუ მიიღო სასამართლომ წარმოებაში [სარჩელი] და ჩაინიშნება საკონსტიტუციო განხილვა, არგუმენტები, რაც გუშინ გვქონდა და გუშინწინ, იგივე გვექნება დღესაც და ხვალაც და, შესაბამისად, მორიგ ჯერზე პრეზიდენტი მისი ამალით საქართველოსთან კიდევ იქნება დამარცხებული. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა ირაკლი ზარქუამ პალიტრანიუსის ეთერში. 

პრეზიდენტმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა



ასევე ნახეთ
close დახურვა