logo
ENG


კიმი: როცა ამტკიცებ, გლობალური ომის პარტიაა და ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა
იური კიმი
25 ივლ, 2024 10:38
კიმი: როცა ამტკიცებ, გლობალური ომის პარტიაა და ზიანის მიყენება სურს, ეს ყალბი ინფორმაციაა
  • 414ნახვები

როცა ამტკიცებ, რომ გლობალური ომის პარტია არსებობს, რომელსაც საქართველოსთვის ზიანის მიყენება სურს - ეს ყალბი ინფორმაციაა.

როცა ამტკიცებ, რომ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ქართული ოცნების ქმედებების წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ "რეალური" ურთიერთობა აშშ-სთან არის ისეთი ჯანსაღი როგორც არასდროს - ეს ყალბი ინფორმაციაა. ორივე გზაზე სიარული შეუძლებელია.

როცა ამტკიცებ, რომ ამერიკის ელჩი, ამერიკის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, როგორღაც აწარმოებს თაღლითურ ოპერაციას, რათა განახორციელოს გადატრიალება ისეთი მეგობარი ქვეყნის არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, როგორიც საქართველოა - ეს ისევ ყალბი ამბებია!

თქვენ არ შეგიძლიათ იმის თქმა, რომ წარმოადგენთ თქვენს ხალხს და გინდათ მომავალი ევროპაში და ძლიერი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და შემდეგ გააკეთოთ ის, რაზეც შენმა ხალხმა და მეგობრებმაც თქვეს, რომ არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი აკეთებს და რაც რუსეთს სურს..

ეს არის სიგიჟე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, იური კიმმა, რომლის კომენტარსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა