ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ივანიშვილი მარცხდება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და დამაჯერებლად იმარჯვებს ოპოზიცია. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია ოპოზიციურ სპექტრში იმისთვის, რომ არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა. ეს არის ჩვენი ამოცანა და გვჯერა, რომ ერთიანობით, კონსოლიდაციით, საერთო ძალისხმევით ჩვენ მოვიტანთ ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას მიაჩნია აუცილებლად ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გადასარჩენად.
ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა Edison Research-ის კვლევაზე, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.