logo
ENG


კოლსი ოცნებაზე: ახლანდელი ქმედებები დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებებისგან გადახვევაა
  • 286ნახვები

ირანის რეჟიმს მუდმივად შეაქვს წვლილი რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენი აზრით, უბრალოდ ამორალური იქნებოდა დავსწრებოდით ღონისძიებას, სადაც კიდევ ერთი ტირანი სხვა ტირანის ადგილს იკავებს.

ჩვენ ასევე გავიგეთ ისიც, რა ხდებოდა ინაუგურაციის პროცესში, შეძახილები "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას". ძალიან უცნაური მოსასმენი იქნებოდა. ჩვენ ევროპარლამენტარების ნაწილმა გამოვხატეთ შეშფოთება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ევროკავშირის წარმომადგენლის დასწრების გამო.

მჯერა, რომ საქართველო არის ჩამოყალიბებული დემოკრატია, მაგრამ ქმედებებს, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ არის გადახვევა დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებებისგან. ეს დიდი შეშფოთების საფუძველია ევროპისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ გამართლებები , რომ საჭიროა ჩართულობაც, მაგრამ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ ეს ტექნიკურ დონეზე.

ინაუგურაციაზე დასწრება არის პოლიტიკური განაცხადი, რომ თქვენ არ გმობთ მათ ქმედებებს. თქვენი პრემიერისთვის ახლა გამართლება არის ის, რომ "აი, ნახეთ, დარბაზში ჩვენთან ერთად იყო ევროკავშირის წარმომადგენელიც", გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე დაბალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლობა.

მიუხედავად იმისა, რომ მისი იქ ყოფნა მაინც არ იყო სწორი. თუ დარბაზში იქნებოდა ვინმე დემოკრატიული სამყაროდან და გაიგონებდა მსგავს შეძახილებს, კარგი იქნებოდა დარბაზი დაეტოვებინა, მე ასე გავაკეთებდი - უფრო მეტიც, მე დაუყოვნებლივ დავტოვებდი ქვეყანასაც.

საქართველოს დემოკრატიული წესით არჩეული პოლიტიკოსების, ასევე ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, მიესალმებიან თუ არა ასეთ აქტივობას.

ყველაფერი საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რომლებიც შემოდგომაზე საარჩევნო უბნებთან მივლენ - მათ უნდა აირჩიონ, მოსწონთ თუ არა მსგავსი პოლიტიკა.

ქმედებებს, რომელსაც ახლა თვალს ვადევნებთ არის გადახვევა დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებებისგან.

თქვა ევროპარლამენტარმა რიჰარდს კოლსიმ ფორმულასთან საუბრისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა