logo
ENG


ზურაბიშვილი: აშშ არაა პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ და გგონია, რეაგირება არ ექნება
  • 433ნახვები

მე არ მიკვირს ამერიკის რეაგირება, ამერიკის განცხადებები. იმიტომ რომ სხვანაირად როგორ უნდა იყოს, როცა 30 წლის განმავლობაში, მეტიც, შენ ყველანაირად ეხმარები ქვეყანას მისი სახელმწიფოს მშენებლობაში, არამხოლოდ მატერიალურად, არამედ ყველა სხვა ძალისხმევით, რომ დადგეს ფეხზე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო და უცებ, გაუგებრად, ახსნის გარეშე, გეძახიან მტერს, გაბრალებენ რაღაცებს, შემოდის რაღაც გაუგონარი კონსპირაციის თეორიები, რანაირად უნდა რეაგირებდეს აშშ. ცხადია, რომ მათი ძალიან მკაფიო და მკაცრი რეაგირება მოსალოდნელი იყო. არ ვიცი ხელისუფლებას უკვირს თუ არა, ალბათ არ უნდა უკვირდეს - იცოდა ალბათ, თუნდაც ივანიშვილის 29 აპრილის სიტყვის შემდეგ, რომელიც აგვირგვინებს ყველა იმ ნაბიჯს, რაც მანამდე იყო და ეს არის უკვე შექმნილი კონცეფცია, ამის მერე რამის მოლოდინი, რომ ამერიკამ შეიძლება გააგრძელოს - ის ხომ არ არის შენი რაღაც პატარა ბავშვი, რომელსაც აბურთავებ, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და შენ ასე ექცევი და გგონია, რომ რეაგირებაც არ ექნება?

მე ვწუხვარ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ამას ვიტყვი და ვეტყვი რამდენიმე დღეში ჩამოდის სენატორი შაჰინი ამერიკაში - ორი რამე არ მესმის და დანარჩენი ყველაფერი სწორია, უნდა მივიღოთ, უნდა გავიგოთ და გამოვასწოროთ სასწრაფოდ, რაც შეგვიძლია ჩვენ, საზოგადოებას, მაგრამ მე არ მესმის ჩვენი ჯარისთვის ბიუჯეტის შეზღუდვა და თუ ეს მართალია, არ მესმის ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეზღუდვა. ძალიან ბევრი მიმართულებაა, სადაც შეიძლება, მთავრობა დაისაჯოს და უნდა დაისაჯოს, მაგრამ, არ შეიძლება ქართული ჯარი, რომელზეც ჩვენი სახელმწიფო და თავდაცვა დგას, დაისაჯოს, მით უმეტეს, რომ ის მთლიანად შექმნილია ამერიკის მიერ. ეს არ მესმის და უთუოდ გავარკვევ. ის, რომ მაგალითად წვრთნები გადაიდო, ეს გასაგებია - არჩევნებამდე, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა, რაღაც ნიშნები შეიძლება მოგცენ, მაგრამ ჯარის ხელის ხლება არ შეიძლება. იმიტომ რომ ჩვენი ჯარი სარგებლობს მოსახლეობის სრული ნდობით და ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ნამდვილი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი საყრდენი

 

განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტს კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ხმამაღალი და პირდაპირი" განცხადებების შესახებ დაუსვეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა