logo
ENG


მდინარაძე ტერნერზე: დავგუგლე - ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ კონგრესმენადაა მოხსენიებული
  • 243ნახვები

დავგუგლე და გუგლში ამოვარდა ძალიან ცუდი ინფორმაცია, მათ შორის გუგლში ის მოხსენიებული იყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კონგრესმენი. ჩაყოლა იქ აღარ ღირდა იმიტომ, რომ შეიძლება, ამოვარდნილიყო გლობალური ომის პარტიაც და ასეთი რაღაცები და მერე გუგლზე გაბრაზდებოდნენ საქართველოში, საიდან მოიგონა გუგლმა ეს ამბებიო და დავანებე თავი.

სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები ჩამოდიან და რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კრიტიკულად აფასებენ ქართულ ოცნებას, მაშინ როდესაც იგივე ადამიანები და არა მხოლოდ ისინი, სხვა ქვეყნებს, რომლებსაც მაინც და მაინც დიდი დემკორატიული მიღწევები არ აქვთ, დემოკრატიის ოაზისად იხსენიებენ ხოლმე რეგიონში და საქართველოს - პირიქით

თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კონგრესმენ მაიკ ტერნერზე, რომელმაც გუშინ სენატორ ჯინ შაჰინთან ერთად ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე მმართველი გუნდი გააკრიტიკა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა