logo
ENG


შაჰინი: ვითარების გამოსწორების გზაზე პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას
ჯინ შაჰინი
13 აგვ, 2024 09:34
შაჰინი: ვითარების გამოსწორების გზაზე პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას
  • 348ნახვები

ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 16 წლის წინ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი ერთგულება, ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი - მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს.

წერს საქართველოში ვიზიტის შემდეგ კონგრესმენ მაიკლ ტერნერთან ერთობლივ განცხადებაში სენატორი ჯინ შაჰინი.



ასევე ნახეთ
close დახურვა