logo
ENG


სამადაშვილი ოცნების განცხადებაზე: გვპირდება, გამარჯვების შემთხვევაში დემოკრატიას გააუქმებს
  • 285ნახვები

თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ქართული ოცნება მარცხდება არჩევნებში, ეს განცხადება ყურადღებით უნდა წაიკითხოს. მათ ჩაშალეს ევროპული მომავალი. 12 წლის თავზე ქართული ოცნება გვპირდება, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში საერთოდ გააუქმებს დემოკრატიას. [...] 26 ოქტომბერს იმართება გადამწყვეტი რეფერენდუმი, გადამწყვეტი ბრძოლა - იარსებებს თუ არა ქართული სახელმწიფო, იარსებებს თუ არა ევროპული მომავალი ქვეყნისთვის

ასე ეხმაურება კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრი სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების დღევანდელ განცხადებას. 

ქართული ოცნება ვრცელ განცხადებას ავრცელებს და ამომრჩევლებს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, სჭირდებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა