logo
ENG


ჭიაბერაშვილი: ქართული ოცნება ავლენს სისუსტეს, რადგან ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას
  • 291ნახვები

ფაქტია, რომ 12 წლის განმავლობაში ქვეყანა უკან წავიდა და ათასობით ადამიანი გადის ქვეყნიდან და ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, თუ რა ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა საქართველო.

ამის ფონზე, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება გაურბის ხალხის პრობლემებზე საუბარს და ხალხის პრობლემები საყოველთაოდ ცნობილია: მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი, რაც ადამიანებს ოჯახის რჩენის საშუალებას არ აძლევს, შედეგად კი ვიღებთ კატასტროფულ დემოგრაფიულ მდგომარეობას და ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს.

ამ ფონზე, ბუნებრივია, ქართულ ოცნებას ვერ ექნება ვერანაირი დიალოგი ხალხთან, რადგან ასეთი მძიმე მდგომარეობის ახსნა არის ერთადერთი: კორუფციული სქემები ქართული ოცნების მხრიდან, კლანები, რომლებიც ძარცვავენ ქვეყანას და ასეთ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ძალადობა, საზოგადოების დაშინების მცდელობა და რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ის, რომ ქართული ოცნება ავლენს სისუსტეს, რადგან ისინი გრძნობენ მოახლოებულ წაგებას, ხედავენ, რომ ამ არჩევნებში მარცხდებიან და სასოწარკვეთილნი ცდილობენ, თავიანთი მომხრეების მცირე ნაწილს მაინც გაუკეთონ მობილიზება იმ აგრესიული, ძალადობრივი, დაპირისპირების გაღვივებაზე გათვლილი რიტორიკით, რასაც ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, მაგრამ ამას არანაირი მათთვის სასურველი შედეგი არ მოჰყვება, რადგან ქართველი ხალხი ერთიანია და ეს გამოჩნდება 26 ოქტომბერს.

ამბობს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა