შეძრწუნებული ვარ ჰამასის 6 ისრაელელი მძევლის მკვლელობით, რომელთა ცხედრები ღაზაში იპოვეს.
ეს ახალგაზრდა უდანაშაულო კაცები და ქალები დიდი ხანია უსაფრთხოდ უნდა მიეყვანათ საყვარელ ადამიანებთან. ჩვენ ყველა მძევლის გვერდით ვდგავართ.
ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა ამ ტრაგედიის დასასრულებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად.
წერს X-ზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ისრაელის მიერ ღაზაში 6 მძევლის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით.