logo
ENG


ბოკუჩავა: რაც არ უნდა გადაწყვიტოს საკონსტიტუციომ, 26-ში ხალხი ხმას გააგონებს ივანიშვილს
  • 380ნახვები

უარგუმენტო, არაპროფესიონალური, არაგულწრფელი და მე ვიტყოდი მეტიც, ანტისახელმწიფოებრივი პოზიციები მოვისმინეთ სწორედ სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან სამწუხაროდ, რომლებიც ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანას ჩაუხერგონ გზა ევროპისკენ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ქართველი ხალხი გადაარჩენს კონსტიტუციის 78-ე მუხლს საკუთარი არჩევანით 26 ოქტომბერს, გადაარჩენს ქვეყნის ევროატლანტიკურ პერსპექტივას და კიდევ ერთხელ ივანიშვილს უკვე საკუთარი არჩევანით საარჩევნო ბიულეტენზე გააგონებს თავის ხმას, რომელიც პროტესტით არაერთხელ გააგონა, ეს არის - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!

ამბობს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა