logo
ENG


მილერი: ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება, დამატებით ნაბიჯებს არ გამოვრიცხავ
მეთიუ მილერი
03 სექ, 2024 23:52
მილერი: ურთიერთობების გადახედვის პროცესი გრძელდება, დამატებით ნაბიჯებს არ გამოვრიცხავ
  • 344ნახვები

საქართველოს მთავრობა განაგრძობს ძალიან ღრმად შემაშფოთებელი მიმართულებით მოძრაობას. იმ მიმართულებით, რაც ქვეყანას აშორებს იმ ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც, ვიცით, რომ ქართველ ხალხს ასე ძალიან სურს. ჩვენ გვაშფოთებს ამ კანონმდებლობის აღსრულება იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდა, მათ შორის - კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისადმი. ორმხრივი ურთიერთობების მრავალმხრივი გადახედვის ფარგლებში, როგორც იცით, ჩვენ დავაწესეთ სავიზო შეზღუდვები საქართველოს ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მათ შორის - პარტია ქართული ოცნების წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლებისა და სხვა ინდივიდუალური პირებისთვის. ჩვენ შევაჩერეთ $95 მილიონის ოდენობის დახმარება, რომლითაც პირდაპირ სარგებლობდა საქართველოს მთავრობა. [ურთიერთობების] გადახედვის პროცესი გრძელდება, დამატებით ნაბიჯებს არ გამოვრიცხავ.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა