logo
ENG


ჰარდტი: არ იქნება კომპრომისი არანაირ პრინციპებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით
  • 235ნახვები

ევროკავშირის გაფართოების საკითხში გერმანიის პოლიტიკაში სტაბილურობა შენარჩუნდება. არ იქნება კომპრომისი არანაირ პრინციპებთან და სტანდარტებთან დაკავშირებით. მომავალი წლის სექტემბერში, გერმანიაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

მინდა, დარწმუნებული იყოთ, რომ ახალი მთავრობა, რომელიც არჩევნების შედეგად გაიმარჯვებს, ჩვენი პარტიებით იქნება წარმოდგენილი. ამიტომ გერმანიის პოლიტიკის კურსი საქართველოსთან და გაფართოებასთან მიმართებით, არ შეიცვლება.

ჩვენთვის გერმანიასა და ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის შედეგები, რომელიც შეფასებებში, კვლევებში ასახულია, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობებისა და პარლამენტებისთვის, რათა შეაფასონ არჩევნები თავისუფალი იყო თუ არა.

ჩვენი მოთხოვნა ოფიციალური ინსტიტუტების და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ არის მათ მხარი დაუჭირონ, ვინც არჩევნებს აკვირდება, ჩვენ გვქონდეს შედეგები, რომელზეც ყველა თანახმა იქნება. თუ ამ შედეგებს მთავრობა ან რომელიმე მხარე პატივს არ სცემს, ჩემი შეფასებით, მეტად დავუჯეროთ EU-ს დასკვნას. 

განაცხადა ბუნდესტაგის ერთ-ერთმა წევრმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისში გაიმართა.



ასევე ნახეთ
close დახურვა