logo
ENG


დეკანოიძე: ამ არჩევნებზე ივანიშვილი დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება
  • 300ნახვები

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოხატავენ ზუსტად ქართველი ხალხის ინტერესებს, ემთხვევა იმ მოსაზრებას, რომელიც არის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში. ეს არის 26 ოქტომბრის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეების ნების დაფიქსირების ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ასახვა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ ევროპის კავშირი, უნდა აირჩიონ კეთილდღეობა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ სიმდიდრე და ზოგადად ის, რაც არის ჩვენი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ყოველდღიურობა და ეს ყოველდღიურობა პირველ რიგში არის ზუსტად დემოკრატია. თქვენ იცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და სენატში დარეგისტრირებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის განხილვაც სექტემბერში უნდა დასრულდეს... ეს არის უსაფრთხოების გარანტიების დაცვა და მეორეს მხრივ არის იზოლაცია, რომელსაც გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, არის შემდეგი, 26 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი დამარცხდება და საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდება. ეს ნება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა.

 

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ეროვნული კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილემ, ხატია დეკანოიძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა