logo
ENG


ურუშაძე: ინვესტიციის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს
ვასო ურუშაძე
12 სექ, 2024 14:19
ურუშაძე: ინვესტიციის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს
  • 371ნახვები

14 მილიარდიანი ინვესტიციის ფარგლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავაშენებთ სატვირთო ტერმინალს, ქუთაისი გახდება აგრო-ლოგისტიკური და ინდუსტრიული ცენტრი, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანას ევროპულ ბაზარზე,  იმერეთის რეგიონის აგროზონად ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას აგრარულ სექტორში. ჩამოყალიბდება რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი,  რაც უზრუნველყოფს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვით ადგილობრივი საწარმოების მშენებლობას და  ქუთაისის როგორც ინდუსტრიული ქალაქის განვითარებას. ყოველივე ეს კი შექმნის ათიათასობით მაღალანაზღაურებად და ღირსეულ სამუშაო ადგილს იმერეთის რეგიონში. ქუთაისის აეროპორტთან სატვირთო ტერმინალის მშენებლობის პროექტი, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა აშენებულიყო და ევროკავშირის  მიერ 170 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა ივანიშვილის ხელისუფლებამ, ისევე როგორც სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ესეც განუხორციელებელი დატოვა. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის „იმერეთის აგროზონის“ პროექტის   პარალელურად უნდა აშენებულიყო. სადღეისოდ, „ოცნების“ დაპირებიდან, არც აგროზონის და არც სატვირთო ტერმინალის პროექტი არ განხორციელებულა. შედეგია აქ, იმერეთში ხელიდან გაშვებული უამრავი ბიზნეს-შესაძლებლობა, შექმნილი სამუშაო ადგილი, შემოსავალი ოჯახებში. და მთელი ქვეყნის მასშტაბით შედეგად ვიღებთ გაზრდილ ფასებს, გაღარიბებულ მოსახლეობას, საზღვარგარეთ გაქცეული ხალხს, გახლეჩილი ოჯახებს. ამ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი ოჯახების, ხალხის, ქვეყნის წინაშე დგას, მხოლოდ ერთიანობით მოვერევით. ერთიანობით დავამარცხებთ ქართულ ოცნებას 26 ოქტომბერს, აღვადგენთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მოზიდული 14-მილიარდიდან თანხის ნაწილს დავხარჯავთ სატვირთო ტერმინალისა და სასათბურე მეურნეობა „იმერეთის აგროზონის“ 220 ჰექტარი ტერიტორიის განვითარებაზე.

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ.



ასევე ნახეთ
close დახურვა