logo
ENG


კარპენტერი: ეს არჩევნები გარდამტეხი მომენტია საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა
  • 267ნახვები

ჩვენ ათეულობით იმ ადამიანისთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყო ჩართული, სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ. მათ შორის, მმართველი პირებისა და პარლამენტის წევრების მიმართ. ჩვენ გვაქვს სხვა უფლებამოსილებები, რომელთა მიღებაც შეგვიძლია. ასევე, დავაწესეთ სანქცია ქართველი მოსამართლეებისთვის, რომელთა ქმედებები არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობას. ჩვენ გამოვიყენეთ ანტიკორუფციული მექანიზმებიც. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ანტიდემოკრატიული ქმედებებში ჩართულ ინდივიდებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არჩევნები გახლავთ გარდამტეხი მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა. 

განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა გლობალ ნიუსთან საუბარში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა