საქართველოს ისტორიის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს ა ამას ყოველდღიურად ვხედავთ უფრო და უფრო ნათლად. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონ ბიძინა ივანიშვილი.
ამიტომ, 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე. ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენიც საჭირო იქნება, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე - ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.
დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, ყველასი. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.