logo
ENG


შაჰინი: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ
ჯინ შაჰინი
16 სექ, 2024 22:31
შაჰინი: აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ
  • 269ნახვები

მოხარული ვარ, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქცია დაუწესა 4 ქართველ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დეზინფორმაციის გავრცელებასა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობაზე, ასევე სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60 ქართველს. აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ.

წერს სენატორი ჯინ შაჰინი X-ზე. 

აშშ-მა პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს "დემოკრატიის ხელყოფისთვის" სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი - ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.



ასევე ნახეთ
close დახურვა