logo
ENG


ხუხაშვილი: ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება
  • 258ნახვები

[ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება] მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ამომრჩევლის თვალსაზრისით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი არ არის ერთგვაროვანი, ის საკმაოდ განსხვავებულია, ანტაგონისტურადაც არის განწყობილი ერთმანეთთან.

ორ ძირითად ჯგუფად დავყოფდი ოპოზიციურ ამომრჩეველს: ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პოლიტიკური ჯგუფების სტაბილური ამომრჩეველი და არის ამომრჩეველი, რომლის განწყობაც არის ასეთი, რომ მას ძალიან არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ არანაკლებ არ მოსწონს ნაციონალური მოძრაობა, ანუ წარსულში დაბრუნება არ უნდა, არ მოსწონს აწმყოც, რაღაც მომავლის არჩევანს ეძებს.

ამომრჩეველი როდესაც არჩევანს აკეთებს, ის არ აკეთებს მხოლოდ იმის გამო, ვინ მოსწონს და ვინ არა, გარკვეულწილად ძალის დემონსტრირებაც უნდა მოხდეს ამ ფლანგზე, ასეთი ცენტრი უნდა გაკეთდეს და ვფიქრობ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორი ძალაა, რომელიც არ ასოცირდება არანაირი ფორმით წარსულთან და აწმყოსთან, რომელსაც პულსი ესინჯება, მათი შეერთება მოახდენდა ამ ტიპის ამომრჩევლის კაპიტალიზაციას, ამ ტიპის ამომრჩეველი ძალიან ბევრია, მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამბობს ფორმულას გადაცემა გაიღვიძე საქართველოს ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი წინასაარჩევნოდ ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა