logo
ENG


ყაველაშვილი: სწორედ ძლიერ, ვაჟკაც ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული
  • 342ნახვები

მინდა მკაფიო მხარდაჭერა დავაფიქსირო ყველა იმ გზავნილზე, რომელიც გორში ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა და რომელსაც მეც შეგახსენებთ - ეს არის ნაცების დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა ლგბტ პროპაგანდისგან, გამთლიანების მშვიდობიანი პროცესი და ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური გამყარება.

მესამე დაპირებას, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, სწორედ გორში გაჟღერდა იმიტომ, რომ კონფლიქტის შემდეგ ის ჩვენი გაყინული ურთიერთობები რომ გალღვეს, აუცილებელია, რომ ეს ურთიერთობები შეიქმნას და დაიწყოს.

სწორედ ეს გზავნილი იყო, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან დაახლოება. სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ, მივუტევოთ ერთმანეთს და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება.

ამბობს უმრავლესობის წევრი, ოცნებიდან ფორმალურად წასული მიხეილ ყაველაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა