logo
ENG


ვაშაძე: ოცნებამ მოიტანა გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია, რუსეთი
  • 250ნახვები

ქართული ოცნება მარცხდება და ვიმარჯვებთ ჩვენ, იმარჯვებთ თქვენ, 26 ოქტომბერს ოცნების დამარცხების დრო მოვიდა, იმიტომ, რომ მათ მოაქვთ ბოროტება, დაპირისპირება, ყველაფერი ის, რაც ღირსებასთან შეუთავსებელია. ქართველი ხალხი არასდროს ბოდიშს არ მოიხდის მტრის წინაშე და ამას ჩვენ 26 ოქტომბერს ვაჩვენებთ ყველას, მთელ მსოფლიოს. ოცნება შერიგებაზე საუბრობს, არადა მთელი მათი მმართველობა დაპირისპირებაზეა აგებული, ვინ შეარიგეს? დააპირისპირეს ხალხი, გადაკიდეს ერთმანეთს, მტრის ხატის ძიება, მუდმივად გადაბრალება სხვაზე.

მივმართავ ივანიშვილს - ეს არის შერიგება, რაც ახლა საქართველოშია? ეს გახლეჩვაა, აი, შერიგება და ერთიანობა მოგვაქვს ჩვენ, დიახ, ეროვნული თანხმობა, საქმის კეთება, განვითარება, ეს სჭირდება დღეს საქართველოს, მობეზრდა ქართველ ხალხს მუდმივი ლანძღვა, რომ თურმე ყველაფერი ნაციონალური მოძრაობის ბრალია, ყველაფერი მიშა სააკაშვილის ბრალია. 12 წელია ხართ ხელისუფლებაში, ხალხო, თქვენ თავს დაუსვით კითხვა, რა მოიტანეთ საქართველოში, მოიტანეთ - მეტი გაჭირვება, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია და მოიტანეთ რუსეთი, მეტი რა მოიტანა ქართულმა ოცნებამ? ჩვენ მოგვაქვს ევროპა, კეთილდღეობა, განვითარება, ერთიანობა, ევროპული და ამერიკული ინვესტიციები და რაც მთავარია, ძლიერი ქართული ოჯახი - ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის...

ჩვენ წავალთ წინ და ისინი დარჩებიან იმ ჭაობში, რომელსაც ამდენი ხანი იშენებდნენ, ჩვენს გვერდითაა მთელი მსოფლიო, ამას მოწმობს სანქციები, ჩვენს მხარესაა სიკეთე, წინ დიდი გამარჯვებისკენ, ოცნება მარცხდება, მთავარია დავიჯეროთ, სიმართლე იმარჯვებს!

 

განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ყვარელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა