[ქართული ოცნების] მათი კამპანია არ არსებობს, შეეძლება ითქვას, რომ უკვე ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად - რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია. კამპანია არის მხოლოდ ერთი - შიში, მუქარა, რევანშის დაპირება - დაჭერები იქნებაო [დაპირებები]. არავის არაფერს ჰპირდებიან, პირიქით იქ, სადაც უცებ ჩნდება მათ მიუხედავად ერთობა, სიხალისე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო, მითუმეტეს როცა ხარ ხელისუფლება, და ეს ნორმალურმა პარტიებმა იციან, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები სათავისოდ - ეს იქნება სტატუსის მიღება, თუ ფეხბურთელების და ოლიმპიელების გამარჯვებები, წარმატებები - ეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ იმისთვის რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ქვეყანაში, საზოგადოებაში. რას ნიშნავს როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ იცის, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა კონფრონტაციით აქ მიიყვანოს ქვეყანა.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.