logo
ENG


მდინარაძე კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებაზე: არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს
  • 233ნახვები

ქვეყნის პრემიერის, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, სპეციალურად მიწვევა ამ მიწვევის გაუქმებისთვის, არ მგონია მთლად გონივრული ან თუნდაც შედეგიანი სვლა.

სთხოვა ვინმემ? არა! უბრალოდ არდაპატიჟების მიზნით დაპატიჟეს.
ხავსადქცეული, ახალი მაშველი რგოლი წყალწაღებული ოპოზიციისთვის!

ზუსტად ამას ვამბობდით წინა დღეებში!

გაგრძელებაც იქნება, თუმცა საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება და სხვაგან აღარსად, ამას უნდა შეეგუოს ყველა!

ბაიდენი, რა თქმა უნდა, დეტალურად იქნება საქმის კურსში ამ ფაქტის შესახებ.

წერს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა