logo
ENG


კელი: დემოკრატები და რესპუბლიკელები ხელს აწერენ მწვავე განცხადებებს ოცნების წინააღმდეგ
იან კელი
26 სექ, 2024 00:17
კელი: დემოკრატები და რესპუბლიკელები ხელს აწერენ მწვავე განცხადებებს ოცნების წინააღმდეგ
  • 256ნახვები

საქართველოში დემოკრატიული პროცესების მიმართ მხარდაჭერა არის ორმხრივი შეთანხმების წყარო კანდიდატების შორის. ეს არ არის მხოლოდ დემოკრატების ან რესპუბლიკელების პოზიცია. ეს არის როგორც რესპუბლიკელების, ასევე დემოკრატების პოზიცია, რომლებსაც რიგ საკითხებზე აქვთ საერთო მიდგომა. მათ შორის, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და რა თქმა უნდა, ამ პროცესებში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ნება მიეცეთ ქართველებს, გამოხატონ თავისი სურვილი არჩევნებზე. შესაბამისად, თუ მათ იმის იმედი აქვთ, რომ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და არა მეორემ, ნამდვილად გაუცრუვდებათ იმედები, რადგან არსებობს სრული თანხმობა საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით, რომელიც გაგრძელდება.

თუ ისინი მართლა ამყარებენ იმედს იმაზე, რომ ერთი კანდიდატი გაიმარჯვებს და მეორე ვერა, მათ ნამდვილად არასწორად გაიაზრეს პოლიტიკური გარემო ვაშინგტონში. ჩვენ არ გვაქვს ერთპარტიული მმართველობა. ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ კონსენსუსს ორ პარტიას შორის, ამიტომ იდეა, რომ მხარი დაეჭიროს ქვეყანას, რომელიც იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც ცდილობს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და დავეხმაროთ თავისუფლად არჩეულ პლურალისტურ, დემოკრატიულ მთავრობას, არის ისეთი რამ, აც უნივერსალურია და სარგებლობს უნივერსალური მხარდაჭერით აშშ-ში.

თქვენ იხილეთ სენატის კომისიიდან გავრცელებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელი ლიდერი და მთელი პარტია მხარს უჭერს ამგვარ განცხადებას. შესაბამისად, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები ხელს აწერენ მწვავე განცხადებებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ამიტომ ქართული ოცნების იმედები აუცილებლად გაცრუვდება, თუკი ისინი გარკვეულ ცვლილებას ელიან საქართველოს დემოკრატიისადმი მხარდაჭერის ჭრილში.

განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გადაცემა მარტივ ფორმულაში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა