logo
ENG


კრამერი: ივანიშვილის და ამ მიმართულების ნებისმიერი მხარდამჭერის სანქცირება საუკეთესო სიგნალია
  • 202ნახვები

საუკეთესო სიგნალი, რაც შეგვიძლია, რომ გავაგზავნოთ ისაა, რომ დავასანქციროთ ივანიშვილი, კობახიძე და ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს იმ მიმართულებას, საითაც ახლა ქვეყანა მიჰყავთ. სანქციებში ვგულისხმობ მიზანმიმართულ, ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს და მათი აქტივების გაყინვას. ეს მათთვის ყველაზე ნათელი და ხმამაღალი გზავნილი იქნება. იმედი მაქვს, რომ ამერიკა ასეც მოიქცევა. როგორც მე მესმის, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტი ჯერჯერობით ამას აყოვნებს და დანარჩენი ადმინისტრაცია მზად არის სანქციებისთვის. არ მესმის რატომ აყოვნებენ სანქციების აღსრულებას, თუმცა იმედი მაქვს, რომ შეფერხება მოგვარდება და ამერიკის მთავრობა ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს.

 

განაცხადა ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორმა, ანალიტიკოსმა დევიდ კრამერმა ამერიკის ხმასთან საუბარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა