logo
ENG


ივანიშვილი: ხალხის დათრგუნვა არ გვინდოდა და არ ვამბობდით, რომ ოცნება ბეწვის ხიდზე გადის
  • 446ნახვები
ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას.
 
დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული - დღემდე, საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ.

წერს ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 1-ელ ოქტმობერთან დაკავშირებულ წერილში. 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.



ასევე ნახეთ
close დახურვა