logo
ENG


ბოკუჩავა: ქართული ოცნება ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას
  • 271ნახვები

მშვიდობისა და უსაფრთხოების პრინციპები, რაც ეუთოს საფუძველს წარმოადგენს, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგება პუტინის მიერ მაშინ, როდესაც ის ბავშვთა საავადმყოფოებსა და ეკლესიებს ბომბავს უკრაინაში, მაგრამ ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს სხვა ისეთი ავტორიტარების სამარცხვინო მცდელობები, რომ ომის შიშის დანერგვით შეინარჩუნონ ძალაუფლება, როგორიც საქართველოს მმართველი ბიძინა ივანიშვილია.

გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ ივანიშვილის კრემლიდან შთაგონებული პროპაგანდა ეფუძნება რუსეთის უძლეველობის მითებს და ცინიზმს, რომ დასავლეთის მშვიდობისმოყვარე ერები ცდილობენ კონფლიქტების გაჩაღებას.

რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა, პარტია ქართული ოცნებით სათავეში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინ შიშის სასოწარკვეთილ ტაქტიკას ეყრდნობა - პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით პატიმრობაში ჰყავს საქართველოს ყველაზე პროდასავლელი პოლიტიკოსი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ავიწროებს სამოქალაქო საზოგადოებას და ძალადობრივად ახშობს მშვიდობიან პროტესტს.

მიუხედავად ამისა, ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა და უსაფრთხოება.

ქართული ოცნება ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ხმის ჩახშობას საარჩევნო ყუთთან რუსულ პროპაგანდისტულ ნარატივებზე დაფუძნებული ომისა და მშვიდობის ყალბი კონსტრუქციებით.

მოგიწოდებთ ყველას, შეუერთდეთ ეუთოს სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ამ ისტორიულ არჩევნებზე, რათა შევინარჩუნოთ საქართველოს ევროატლანტიკური გზა. მადლობას გიხდით ჩემი ქვეყნის მშვიდობიანი და წარმატებული მომავლის მხარდაჭერისთვის.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დუბლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა