logo
ENG


ლანდსბერგისი: საქართველოს მმართველი პარტია დაშინების კამპანიას აგრძელებს
  • 192ნახვები

ჩვენ კვლავ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ევროპულ გზას დაუბრუნდეს.

თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა