logo
ENG


ელჩი: არაფერი გვინდა მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან
  • 197ნახვები

უნდა გავიმეორო, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ აშშ არის ქართველი ხალხის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ჩვენ ერთად 32 წელი მოვანდომეთ იმას, რომ საქართველო ყოფილიყო ძლიერი და არადამოკიდებული პარტნიორი, პარტნიორი მზარდი ეკონომიკით, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემით, ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვმუშაობდით საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რომ საქართველოს შესძლებოდა საკუთარი ტერიტორიის დაცვა შემდგომი აგრესიისგან.

ჩვენ ვიყავით უძლიერესი მხარდამჭერი, როცა საქმე ეხება მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სწრაფვა, დავეხმაროთ ხალხს, აიხდინოს თავისი ოცნება, გახდეს ევროკავშირის წევრი და დასავლეთის ნაწილი, არის უცვლელი. და კვლავ, მთავრობის სპეციფიკურმა მოქმედებებმა, ვფიქრობ, საქართველო, სამწუხაროდ, გადაიყვანა ამ გზიდან. არაფერი გვინდა იმაზე მეტად, ვიდრე მუშაობა ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან ამ ქვეყანაში, რომელიც ასახავს იმას, რაც ხალხს გაცხადებულად სურს.

თქვა საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა