მინდა მივმართო ახალგაზრდებს, თქვენ ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ და თქვენი მომავალი არის ის, რაც წყდება 26 ოქტომბერს. თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა და თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების.
არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის და ეს არის "ჩემი ხმა".
მე მინდა, მოგიწვიოთ და თქვენ ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა და რაც მთავარია, მობილიზაცია - მისვლა არჩევნებზე, არაერთხელ მითქვამს და მინდა, გავიმეორო, მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, არის მობილიზაცია, ყველას მისვლა.
ასე, რომ თქვენი, ჩემი, ჩვენი ვალდებულებაა, რომ მივიდეთ არჩევნებზე. არცერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ და მისი ევროპული მომავალი, ეს ჩვენ ხელშია.
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.