logo
ENG


ბენ ჰოჯესი: მაწუხებს, როცა ვხედავ საქართველოს ლიდერების შემობრუნებას რუსეთისკენ
ბენ ჰოჯესი
07 ოქტ, 2024 21:18
ბენ ჰოჯესი: მაწუხებს, როცა ვხედავ საქართველოს ლიდერების შემობრუნებას რუსეთისკენ
  • 235ნახვები

კრემლს ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ შეითრევდა საქართველოს მის კონტროლის სფეროში, რათა აღედგინა კონტროლი საქართველოს პოლიტიკაზე, რომ კრემლს შესძლებოდა ეკარნახა საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის, ეს ყოველთვის სურდა კრემლს და ეს მე მაწუხებს. მაწუხებს, როცა ვხედავ საქართველოს ლიდერების შემობრუნებას რუსეთისკენ. რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან შიშის გენერირებას, რომ საქართველო უკეთესად იქნება, თუ ასე ვთქვათ დანებდება რუსეთს, თავს დაუხრის, რათა თავიდან აიცილოს კიდევ ერთი რუსეთის შეჭრა. წარმოიდგინეთ, ქართველი ხალხი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში და ზოგიერთი პოლიტიკოსი საქართველოში ამბობს, რომ სჯობს თავი დაუხარო კრემლს და მოექცე კრემლის მმართველობისა და გავლენის ქვეშ, მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას ეს სურს.

თქვა აშშ-ის ჯარების ყოფილმა სარდალმა ევროპაში, გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში ჩართვის დროს.

წამყვანმა მას ქართული ოცნების ახალ ბანერებზე ჰკითხა, რომელიც ქუჩებში 26 სექტემბერს გამოჩნდა, რომელზეც ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა"



ასევე ნახეთ
close დახურვა