logo
ENG


ვაშაძე: თანამდებობებზე საუბრის დრო არის არჩევნების შემდეგ, მაგრამ ზურაბიშვილს მოვუსმენ
  • 204ნახვები

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველამ გავაერთიანოთ ძალები და არჩევნებში გავიმარჯვოთ. თანამდებობები, ვინ რას დაიკავებს, ამის დრო არის არჩევნების შემდეგ, ეს არის ჩემი პირადი პოზიცია, მაგრამ, რა თქმა, უნდა მოვუსმენ სალომე ზურაბიშვილს.

ახლა მე ვისურვებდი, რომ მასთან ერთად, ყველანი ერთად მთელ საქართველოში დავდიოდეთ, ხალხს ვხვდებოდეთ, მოტივაციას ვუკეთებდეთ, ვიბრძოდეთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც საქართველოშია და არა შეხვედრებში ვკარგავდეთ დროს.

პირნათლად შევასრულებთ ქარტიას, იქ არის რეფორმები, იქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებულ მთავრობაზე საუბარი, კოალიციურ მთავრობაზე საუბარი, ამიტომ ჩვენ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ ქართველი ხალხის წინაშე.

თქვა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე შესვლამდე. ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს. პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მას უკვე ჰყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი.



ასევე ნახეთ
close დახურვა